2015-08-27 12:49:24, 486 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ნატოს ცენტრის საქმიანობა რომელიმე მეზობლის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის საქმინობა რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ არანაირად არ იქნება მიმართული.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივათან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა და საქმიანობა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას ხელს შეუწყობს.
„ერთობლივ წვრთნისა და შეფასების ცენტრს, ჩვენ რამდენიმე საათში ერთობლივად გავხსნით. სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ. მეტიც, იგი იდგება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობის და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში. ეს ცენტრი თავისი შინაარსით და ფუქნციით ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას. რაც მთავრია ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯარიკაცებისთვის და მათი პროფესიონალიზმისთვის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ვარშავის სამიტის კონტექსტში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების სათანადო მომზადებაზე და განვიხილეთ ამ მიმართულებით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები. ვისაუბრეთ ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე და დეტალურად განვიხილეთ ბოლო დროს საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესსზე. მე ასევე გენერალურ მდივანს მივაწოდე დეტალური ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და საქართველოს მიერ გადადგმული ცალმხრივი, პრაგმატული კონსტრუქციული ნაბიჯების შესახებ“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სტოლტენბერგთან შეხვედრაზე მათ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ვარშავის სამიტზე მიღებული ღონისძიებათა პაკეტის იმპლემეტაციის მიმდინარეობაზე ისაუბრეს.
ღარიბაშვილის თქმით,ვარშავის სამიტზე მიღებული პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი შეუფერხებლად და სწრაფ ტემპპში მიმდინარეობს.
„დღეს შეხვედრა მქონდა ბატონ გენერალურ მდივანთან. ჩვენ განვიხილეთ მნიშველოვანი საკითხების ფაქტო სპექტრი. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ასევე ჩვენ შევაფასეთ უელსის სამიტზე მიღებული არსებულ ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა. შემიძლია თამამად ავღნიშნო, რომ პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად და სწრაფ ტემპებში“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ნატოს-გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ჩამოსვლისთვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში გამოთქმული მხარდაჭერისთვის.
„ მინდა კიდევ ერთხელ მადლიერებით ავღნიშნო გენერალური მდივნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხებში გამოთქმული მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო გენერალურ მდივანს მის მიერ გამოხატული მაღალი შეფასებებისთვის, რომელიც მან ქართველი სამხედროების ავღანეთში მიმდინარე ნატოს მისიებში მონაწილეობის გამოჩენილი პროფესიონალიზმის შესახებ გააკეთა“,-დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან