14:47 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-13 20:14:11, 1472 ნახვა

რეგიონი
აბასთუმანში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

აბასთუმანში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მათივე განცხადებით ადგილზე დამატებით ძალები მობილიზებული იყო სამცხე-ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან.

სახანძრო-სამაშველო ბრიგადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ეხმარებოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ აბასთუმანში, ტყის მასივში შეინიშნებოდა დაკვამლიანება.

შეტყობინების მიღებისთანავე შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მეხანძრე-მაშველებს ადგილზე დახვდათ წიწვოვანი ტყის ხანძარი.

მოკლე დროში მოხდა ადგილზე დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან. ადგილზე ამ დროისთვის მუშაობს 65 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ლიკვიდაციაში, ასევე, ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. მათ ტყის ხანძარზე უკვე განახორიციელეს წყლის 10 დასხმა.

ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არაა“ - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics