|
2020-06-13 15:25:23, 1704 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - ჯარიმები ამოქმედდება მაშინ, როცა მთავრობა პირბადის ტარების წესს დაადგენს
ჯარიმები შესაბამისი ორგანოების მხრიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოიწერება, როცა მთავრობის მიერ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით წესები გაიწერება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამავე კანონით მთავრობას დავავალეთ დეტალურად გაწეროს პირბადის ტარების წესი, სივრცე და ისიც, თუ ვის შეეხებათ გამონაკლისები. „ჩვენ მივიღეთ კანონი. ეს კანონი გამოქვეყნდა და იურიდიულად ამოქმედდა. ამავე კანონით მთავრობას დავავალეთ დეტალურად გაწეროს პირბადის ტარების წესი, სივრცე და ისიც, თუ ვის შეეხებათ გამონაკლისები. ეს წესი შემუშავებულია, კიდევ ვამუშავებთ, გამოქვეყნდება და საზოგადოებასაც მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას. კანონი რეალურად იურიდიულ მნიშვნელობას შეიძენს და გამოყენებული იქნება შესაბამისი ორგანოების მხრიდან მხოლოდ მას შემდგომ, როდესაც მთავრობის მიერ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით წესი იქნება გაწერილი ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ანრი ოხანაშვილმა საზოგადოებისთვის დეტალურად განმარტა კანონის ამოქმედების ვადები და პირბადის ტარების წესითან დაკავშირებული კანონის მოთხოვნები. მისი განცხადებით, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმება მას შემდეგ დაიწყება, რაც მთავრობა შესაბამის წესს დაადგენს. „საკითხი არის მარტივად. არაფერი საპანიკო არ არის და საკითხი არ დგას ისე, რომ დღეს ვინმეს დააჯარიმებენ. ზოგადად, რეკომენდაცია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით და ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის, რომ დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადე უნდა ატაროს ყველამ. რაც შეეხება სანქციებს, ლოგიკურია, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული კანონი ამოქმედდა, თუმცა ამ კანონშივე არის დასკვნა გაკეთებული, რომ უნდა შემუშავდეს წესი და ეს კანონი რეალურად იურიდიულ მნიშვნელობას შეიძენს და გამოყენებული იქნება შესაბამისი ორგანოების მხრიდან მხოლოდ მას შემდგომ, როდესაც მთავრობის მიერ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით წესი იქნება გაწერილი. წესზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. შესაბამისად, როდესაც ჩვენს საზოგადოებას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით და თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მხოლოდ ამის შემდგომ იმოქმედებს ის ადმინისტრაციული სანქციები, რომელიც ჩვენ მივიღეთ", – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის ძალაში შესვლის მიუხედავად, შესაბამისი წესის დამტკიცებამდე, დაჯარიმება არ მოხდება. „იურიდიული თვალსაზრისით არავის დაჯარიმება არ მოხდება დღეს და ხვალ ამ პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში, ვინაიდან ჯერ წესი არ არის გაწერილი. წესი დამუშავებულია და ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას დეტალურ წესთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდგომ თუ არ მოხდება ამ წესის დაცვა, იქნება შესაბამისი ჯარიმა გამოყენებული. მანამდე, ეს არის რეკომენდაცია და დაჯარიმება არ მოხდება, შესაბამისად, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ გვყავს პაციენტები, არიან ინფიცირებული პირები, რომელთა პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება, ამიტომ, ნუ გარისკავთ ნურავინ საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვატაროთ ეს პირბადე. ეს ორი დღე, თუნდაც ჯარიმა არ იყოს გათვალისწინებული არ ნიშნავს იმას, რომ პირბადე უნდა მოვიხსნათ დახურულ საჯარო სივრცეებში. მე მჯერა ჩვენი საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობის", – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)