|
2020-06-12 17:31:45, 2318 ნახვა
სამართალი
თავდაცვის მინისტრმა პანდემიისას გამოჩენილი ორგანიზებულობისა და მზაობისთვის სამხედროებს მადლობა გადაუხადა
საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების როლი და აქტიური ჩართულობა გაზგასმით აღნიშნა. მან სამხედრო მოსამსახურეებს პანდემიასთან ბრძოლაში გამოჩენილი ორიგანიზებულობისა და მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა „მე მხოლოდ რამდენიმე რიცხვს დაგისახელებთ, რაც მკაფიოდ აჩვენებს ჩვენი სამხედროების შესრულებულ სამუშაოს - 22 მარტიდან მოყოლებული, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით, 1 701 955 ავტომანქანა დაამუშავეს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით და 2 500 018 ადამიანს ჩაუტარეს თერმოსკრინინგი, რომელთაგან ორ ასეულამდე პირს დაუდგინეს მაღალი ტემპერატურა. ჩვენი სამხედროები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ვითარებას 24-საათიან საგანგებო რეჟიმში, 85 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე აკონტროლებდნენ. შედეგად, სამხედროებმა, პოლიციელებთან და ექიმებთან ერთად, ეფექტურად ჩაატარეს ყველა საპრევენციო ზომა და საკონტროლო ღონისძიებები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)