04:55 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 10:53:55, 2117 ნახვა

პოლიტიკა
ქართულმა და თურქულმა მხარეებმა ერთმანეთს COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს

ფინანსთა სამინისიტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან რიზა თუნა თურაგაისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ერთმანეთს COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

ლევან კაკავამ ხაზი გაუსვა თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას, როგორც ქვეყნებს შორის თანმშრომლობის, ასევე სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახური აქტიურად არის ჩართული მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების აღსრულების პროცესში. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას შეფერხება არ შექმნია.

,,შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ეფექტურად მიმდინარეობს კონტროლის აღსრულების პროცედურები. დაწესებული საბაჟო შეზღუდვები არ ეხება სატვირთო ავტოტრანსპორტს. პირიქით, ჩვენ კიდევ უფრო გავამარტივეთ საბაჟო კონტროლის შეზღუდვები, რათა სწრაფად და შეუფერხებლად მოხდეს ტვირთების გადაადგილება“, - აღნიშნა ლევან კაკავამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თურქეთ-ირანის საბაჟო გამშვები პუნქტის დროებით დახურვის გამო, შუა აზიაში მიმავალი  სატვირთო ავტოტრანსპორტი საქართველოს გავლით მოძრაობდა.

,,მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილება საგრძნობლად არის მომატებული. თურქეთ-ირანის საბაჟო გამშვები პუნქტის დროებით დახურვის გამო, შუა აზიის მიმართულებით გადაადგილება საბაჟო გამშვები პუქტის ,,კარწახის“ გავლით ხდებოდა, შესაბამისად გასულ წელთან შედარებით ტრანზიტული გადაზიდვები გაზრდილია“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

ლევან კაკავამ მადლობა გადაუხადა თურქეთის მხარეს მჭიდრო თანმშრომლობისთვის და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ყოველი ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებისთვის.

ვიდეოკონფერენციას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics