|
2020-06-11 15:33:13, 2505 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი - ანგარიშში არ არის მითითებული რა წყაროზე დაყრდნობით გაკეთდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი
ანგარიშში არ არის მითითებული რა წყაროზე დაყრდნობით გაკეთდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლია სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ორივე ტექსტში თავის მხრივ არის ძალიან პოზიტიური გზავნილები და არანაირი მინიშნება კრიტიკაზე არ არის. „მაქვს ეჭვი, რომ ეს არის ვიწროპილიტიკური ინტერესების გამტარებელი ჩანაწერი და ვხედავ ლობისტების ხელს. ანგარიშში წერია, რომ საქართველოზე შესაბამისი ინფორმაცია ეყრდნობა ორ წყაროს და მითითებული აქვთ ორი ანგარიში. ორივე ტექსტში თავის მხრივ არის ძალიან პოზიტიური გზავნილები, არანაირი მინიშნება კრიტიკაზე არ არის. ხოლო კრიტიკულ ნაწილში წყარო აღარ არის მითითებული და ვერც იქნება. ამერიკასა და საქართველოს ურთიერთობა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, რაც არის ყველაზე მთავარი, ძალიან მაღალი ინტენსოვობისაა და ეს დაადასტურა კიდეც საგარეო მდივნის მოადგილემ. ნატო, ევროკავშირი, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი პარტნიორები ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ავლენს არამხოლოდ მაღალ პოლიტიკურ მზაობას, არამედ პრაქტიკულ ნაწილში დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს. ეს არის ფაქტი. ვფიქრობ ეს ჩანაწერი იყო ოპოზიციის პოლიტიკური ინტერესების გამოვლინება. შესაბამისად, ობიექტურად და ლოგიკურად ეჭვი მიჩნდება, რომ ეს არის ლობოსტური საქმიანობის შედეგი და ქართული საზოგადოება ამას ისე აღიქვამს, როგორც საჭიროა. საზოგადოება აღიარებს მხოლოდ სიმართეს. სიმართლეს ყველა ვხედავთ, რომ საერთაშორიოს საზოგადოება, ჩვენი პარტიორი ქვეყნების მთავრობები, მათი შესაბამისი ანგარიშები ცალსახად მიუთითებენ, რომ საქართველო მტკიცედ დგას ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)