15:20 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 14:14:49, 1907 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ თავისი ინტერესი გაატარა და „ქართუ ჯგუფმა" სარგებელი ნახა, აბსოლუტურად უსამართლო და უსაფუძვლოა

„ამ დღეებში გავრცელდა აბსოლუტურად დამახინჯებული ინტერპრეტაცია, თითქოს „ქართუ ჯგუფმა" სარგებელი მიიღო ბაკურიანში მიწების გადაცვლით. ესაა თავდაყირად მოწოდებული ინფორმაცია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით, 2023 წელს ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის, ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, რისთვისაც საკურორტო ქალაქში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა პანდემიის მიუხედავად დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.

„დიდველზე ახალი საბაგიროების მშენებლობა და ახალი სასრიალო ტრასების გაყვანა მიმდინარეობს. პროექტირების ეტაპზე გამოიკვეთა, რომ მშენებლობის არეალში მოექცა მიწის ნაკვეთი, რომელიც „ქართუ ჯგუფს" ეკუთვნის. აღნიშნულ არეალში სხვა კერძო მესაკუთრეების მიწის ნაკვეთებიც მოექცა. ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც სახელმწიფოს სჭირდება ესა თუ ის მიწა იმისთვის, რომ მაღალი დონის ინფრასტრუქტურა განავითაროს, ხდება მესაკუთრისთვის ალტერნატიული სახელმწიფო ნაკვეთის შეთავაზება," - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით,  ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა - დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების სააგენტოს მომართვას „ქართუ ჯგუფი" დაეთანხმა და კუთვნილი მიწა გადაიცვალა სხვა ალტერნატიულ სახელმწიფო ნაკვეთში.

„აქედან გამომდინარე, ეს მომდინარეობდა სწორედ ჩვენი და არა „ქართუ ჯგუფის" ინტერესიდან. კომპანიამ, როგორც ყოველთვის, გაითვალისწინა სახელმწიფოს ინტერესი და თავისი მიწა დათმო ალტერნატიული ფართის სანაცვლოდ,"- განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, დიდველის მიმდებარე ტერიტორია, რომელსაც დამსვენებლები პარკინგად სრულიად უფასოდ იყენებენ, ასევე „ქართუ ჯგუფს" ეკუთვნის. „აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ თავისი ინტერესი გაატარა და „ქართუ ჯგუფმა" სარგებელი ნახა, აბსოლუტურად უსამართლო და უსაფუძვლოა," - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics