15:21 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 13:22:31, 2075 ნახვა

კომენტარი
კობახიძე რესპუბლიკელი კონგრესმენების ანგარიშზე - ფრაზები დაბალი რანგის დოკუმენტებში იმ ფულის დამსახურებაა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ლობისტებს გადაუხადა

„ასეთი ფრაზები თუნდაც, ასეთი დაბალი რანგის დოკუმენტებში არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ჯერ ხალხის ხარჯზე, კორუფციის ხარჯზე მოიპოვა და შემდეგ გადაუხადა კონკრეტულ ლობისტებს“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" არ იყენებს მუშაობის იმ მეთოდებს, რომელსაც იყენებს „ნაციონალური მოძრაობა", მათ შორის, ქვეყნის გარეთ მთელი ამ წლების განმავლობაში.

 „ასეთი ფრაზები თუნდაც, ასეთი დაბალი რანგის დოკუმენტებში არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ჯერ ხალხის ხარჯზე, კორუფციის ხარჯზე მოიპოვა და შემდეგ გადაუხადა კონკრეტულ ლობისტებს. რამდენიმე თვის წინ სკანდალური ინფორმაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან" IRI-ის ბორდის ვიცე-პრეზიდენტს ფული აქვს აღებული და ბუნებრივია, ასეთი თანხები თავის შედეგს იძლევა, მაგრამ ეს შედეგი ვერ იქნება დიდი. ასეთი რანგის დოკუმენტებში, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებში, შეიძლება მოხვდეს ასეთი ფრაზები, თუმცა მთავარია ინსტიტუტების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება აისახა მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებაში. დაახლოებით 2 კვირის წინ მან განაცხადა, რომ ქართულ - ამერიკული ურთიერთობები არასდროს არ ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე აყვანილი, როგორიც დღეს არის. ეს ნათელს ჰფენს ყველაფერს, დანარჩენი არის ლობისტების დამსახურებით ჩაწერილი ფრაზები საკმაოდ დაბალი რანგის დოკუმენტში, რომელიც გუშინ იყო წარმოდგენილი. ბუნებრივია, ეს ვერ გააფუჭებს და ვერანაირ ხინჯს ვერ შეიტანს ქართულ - ამერიკულ ურთიერთობებში", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის კომიტეტი ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ „ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics