16:42 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 13:08:37, 2326 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - როგორ სწრაფადაც არ უნდა გვინდოდეს ტურიზმის ამოქოქვა, მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ

როგორ სწრაფადაც არ უნდა გვინდოდეს ტურიზმის ამოქოქვა, მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მან ბრიფინგზე საუბრისას აღნიშნა, ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, თუ რომელი ქვეყნებიდან მოხდება ტურისტების მიღებ, თუმცა ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობს უკვე კონსულტაციები.

„ვითარება დინამიურია, ამიტომ არ შეიძლება საბოლოოდ თქმა, თუ როგორი იქნება ჩვენი პირველი ტურისტული გეოგრაფია. ჩვენი საშინაო დავალება გვაქვს ძალიან კარგად შესრულებული, ავიღეთ აქცენტი ისეთ ქვეყნებზე, სადაც ვითარება იყო კეთილსაიმედო და ახლა ველოდებით რამდენიმე რამეს, ერთი არის, რომ თვითონ ევროპული ქვეყნები ერთმანეთთან გადიან კონსულტაციებს,როგორ რეჟიმში იქნებიან, ასევე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რასაც ველოდებით არის ის, რომ ევროკავშირის ქვეყნები ერთიან მიდგომებს შეიმუშავებენ არაევროპული სახელმწიფოებს მიმართ, ვისთანაც ხსნიან საზღვრებს, ალბათ ამ თვის ბოლომდე ჩამოყალიბდება ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნა მესამე ქვეყნების მიმართ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილიზდება ევროკავშირში. უნდა დავაკვირდეთ. რაც მთავარია, ჩვენ არავითარ შემთხვევაში, როგორ სწრაფადაც არ უნდა გვინდოდეს ტურიზმის ამოქოქვა და ამოქმედება, ჩვენი გადაწყვეტილებით საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას,“-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics