22:36 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 17:26:49, 2229 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით საქართველოს სექტემბერში საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ეწვევიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით, სსიპ „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოხების პროგრამის ჩართულობით მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ე.წ. საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების ვიზიტი იგეგმება.

ვიზიტის ფარგლებში საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო გარემოს, შეხვდნენ საჯარო და კერძო სექტორის შესაბამის წარმომადგენლებს და მიიღონ დეტალური ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

აღნიშნული მიზნით, განხორციელდა მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებიდან 50-მდე საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტის იდენტიფიცირება და მათთან მჭიდრო კომუნიკაცია დაიწყო. აღსანიშნავია, რომ აქამდე მსგავსი კომუნიკაცია საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან არ ყოფილა და ეს პირველი შემთხვევაა.

საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები წარმოადგენენ კომპანიებს, რომლებიც ამზადებენ ქვეყნების და კონკრეტული ლოკაციების საინვესტიციო პროფილებს და პოტენციურ ინვესტორებს დახმარებას უწევენ მომავალი საინვესტიციო ადგილების შერჩევაში.

გამოცდილებიდან გამომდინარე,  მსგავსი საკონსულტაციო კომპანიების უმეტესობა არასრულ ინფორმაციას ფლობს საქართველოს შესახებ და პოტენციური ინვესტორების მხრიდან ახალი საინვესტიციო მდებარეობის შერჩევის მოთხოვნის შემთხვევაში, კონსულტანტების უმეტესობა არ განიხილავს საქართველოს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან მუშაობა საქართველოსა და მისი ბიზნეს კლიმატის უპირატესობების შესახებ ცნობადობის გაზრდის კუთხით, რათა შემდგომში მათი მხრიდან აქტიურად მოხდეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება პოტენციური ინვესტორებისთვის.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან თანამშრომლობა საქართველოს საინვესტიციო  პოტენციალის პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, სააგენტომ „აწარმოე საქარართველოში" მოახდინა 50-მდე საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტის იდენტიფიცირება და მათთან მჭიდრო კომუნიკაცია დაიწყო. შედეგად, ჩვენ უკვე გვაქვს მათი ნაწილის მხრიდან მზაობა, რომ სექტემბერში, ბუნებრივია პანდემიის ვითარების გათვალისწინებით, ისინი საქართველოს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის საინვესტციო მიმზიდველობას. ნაწილთან კი აქტიურ რეჟიმში ხდება ონლაინ შეხვედრების  გამართვა", - აღნიშნავენ სამინისტროში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics