|
2020-06-10 13:04:54, 1792 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე - 20 ივნისს აქციაზე თავების დათვლა მხოლოდ უთავო ადამიანს შეუძლია
20 ივნისს აქციაზე თავების დათვლა მხოლოდ უთავო ადამიანმა შეუძლია, - ასე გამოეხმაურა 20 ივნისს დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე. მისი თქმით, ერთი ადამიანიც, რომ იდგეს და გავრილოვის სურათი დაიჭიროს, ესეც ხელისუფლების მმართველობის ხინჯია. „განცხადება იმის თაობაზე, რომ 20 ივნისს თავებს დაითვლიან და ა.შ ეს შეიძლება გააკეთოს მხოლოდ უთავო ადამიანმა. მნიშვნელობა არ აქვს ადამიანთა რაოდენობას, რომელსაც ისინი აპელირებენ. ერთიც რომ იდგეს და გავრილოვის სურათი დაიჭიროს, ეს არის საქართველოს ხელისუფლების მმართველობის ხინჯი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „200 „ნაციონალის“ შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური, არც პანდემიის კუთხით. გარკვეულ სოციალურ დისტანციას ალბათ, დაიცავენ, თავებიც შეგვიძლია, დავთვალოთ".
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)