19:46 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 10:20:43, 2270 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ქურდობის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული რ.მ. ქურდობის ბრალდებით, გორში დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გორში მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შევიდა, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ძვირფასეულობას, ტელევიზორს და საყოფაცხოვრებო ნივთებს. პოლიციამ რ.მ. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი ნაქურდალ ნივთებს ავტომანქანაში ათავსებდა.

სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics