00:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 12:46:45, 2396 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 4.8%-ით შემცირდება

მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2020 წლის ივნისის გამოცემის თანახმად, ეკონომიკური ზრდა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე წლის ბოლოსთვის -3.1 პროცენტამდე დაიკლებს, რადგან რეგიონი COVID-19-ის პანდემიის გამო ზრდის შემაკავებელი პროცესების და შესაბამისად, დაბალი სასაქონლო ფასებით გამოწვეული სირთულეების წინაშე დგას.

თუმცა, პროგნოზის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 3 პროცენტს მიაღწევს 2021 წელს, რადგან  COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შოკების გავლენა შესუსტდება და ტურიზმის აღდგენა დაიწყება სომხეთსა და საქართველოში, მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობის ზრდის პარალელურად. ეკონომიკური საქმიანობა აზერბაიჯანში 2021 წელს განმტკიცდება  ნავთობზე ფასების სტაბილიზაციასთან ერთად, თუმცა საერთო აღდგენა შესუსტდება დარჩენილი სტრუქტურული მოუქნელობით.

ტურისტების მთლიანი რაოდენობა  ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში დაეცა, მაგრამ აღნიშნულის გავლენა შეიძლება იგრძნობოდეს ყველაზე მეტად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც ტურიზმზე  მშპ-ის მნიშვნელოვანი წილი მოდის.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში მშპ-ის რეალური შემცირება 2020 წელს სავარაუდოდ -4,8 პროცენტი იქნება, ხოლო 2021 წლისთვის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.0 პროცენტს მიაღწევს.

ანგარიში ასევე მიუთითებს საქართველოს მიერ დაანონსებულ  ფისკალურ ღონისძიებებს, რაც მშპ-ის  3 პროცენტის  ეკვივალენტური იქნება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც მოიცავს დამატებით ხარჯებს ჯანდაცვაზე, ტურიზმის სფეროს მხარდაჭერას, დღგ-ის დაბრუნების დაჩქარებასა და ზრდას, მორატორიუმს დაბალი შემოსავლის მქონე პირთა გადასახადებზე, ღარიბი მოსახლეობისთვის კომერციული ხარჯების სუბსიდირებას და უმუშევრობის შემწეობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics