19:23 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 11:41:26, 2196 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სოფელ ძველ ქვეშში 500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა იგება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

პროეტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 397 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

„სოფელ ძველ ქვეშში გზის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გზაზე ბეტონის საფარი იგება. ჩვენ განსაკუთრებით დიდი ყურადღებას ვაქცევთ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას და ამ მხრივ არაერთ პროექტს ვახორციელებთ. არჩევანს უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ბეტონის საფარზე ვაკეთებთ, რადგან მას ექსპლუატაციის დიდი ვადა გააჩნია და მოსახლეობისთვისაც ძალიან კომფორტულია. კორონავირუსის პანდემიის გამო თოთოეულ ობიექტზე მაქსიმალურადაა დაცული უსაფრთხოების წესები, რათა ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების აღსრულებას ჩვენ სისტემატიურად ვაკონტროლებთ",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics