2020-06-06 11:11:38, 4034 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს ქედის მუნიციპალიტეტში ცხემნა-სოფელი ცხემნა მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში 875 მეტრ მონაკვეთზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, 7 მონაკვეთზე ბეტონის კედელი, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი და 8 ადგილას მილები.
რამდენიმე თვეში ადგილობრივები უსაფრთხო და კომფორტულ გზით ისარგებლებენ. პროექტის ბიუჯეტი 675 829 ლარია.
მიმდინარე სამუშაო პროცესი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ, ქედის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან გორგილაძესთან ერთად მოინახულა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),