|
2020-06-05 20:20:29, 3097 ნახვა
კომენტარი
თურნავა - ანაკლიისა და ფოთის პორტების პროექტები აუცილებლად განხორციელდება, როგორც ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი
მთელი ამ წლების მანძილზე ჩვენი ქმედებით, ჩვენი ცვლილებებით, ჩვენი დამოკიდებულებით თუნდაც წინა ინვესტორთან, იმას ვავლენდით, რომ ყველანაირად მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ მედიასთან კომენტარისას განაცხადა. მინისტრის განმარტებით, დღესაც მიდის მზადება ახალი ტენდერისთვის, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება. ნათია თურნავას თქმით, ამ მიზნით მუშაობა გრძელდება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, მიდის კონსულტაციები, რომ სწორ დროს მოხდეს ამ ტენდერის გამოცხადება. „ ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი და ის აუცილებლად განხორციელდება. სამწუხაროა, რომ ამდენი წელი დაგვიანდა", - აღნიშნა ნათია თურნავამ. რაც შეეხება ფოთი პორტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ძირითადად კერძო კაპიტალით ხორციელდება. „დასაფასებელია, რომ დღესდღეობით, როდესაც გლობალური კრიზისია, ინვესტორებმა არ შეცვალეს თავისი დამოკიდებულება ასეთი მსხვილი პროექტის მიმართ და ჩვეულებრივად გრძელდება მისი განხორციელება. ეს პროექტი დაასაქმებს უამრავ ადამიანს და განხორციელდება ისევე, როგორც ბევრი სხვა ინფრასტრეუქტურული პროექტი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)