2020-06-05 19:14:14, 3470 ნახვა
კომენტარი
გამყრელიძე - ე.წ საბურთალოს კლასტერში 27 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს
„ე.წ საბურთალოს კლასტერში 27 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამოიკვლიეს 197 ნიმუში და აქედან 106 პირი საკარანტინე სივრცეშია გადასული.
„ე.წ საბურთალოს კლასტერში 27 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გამოკვლეულია 197 ადამიანი, აქედან კარანტინში გადასულია 106 პირი. ინფიცირებულების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან