2020-06-05 17:02:08, 3594 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან მიმართებაში კი, გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.9562 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 2.9841 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0279 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.3476 ლარი ეღირება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.3422 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართები 0.0054 ლარი შეადგინა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან