00:29 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 14:57:22, 3194 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ვზრდით სესხის ოდენობას და არეალს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროგრამა „აწარმოე საწართველოში" დღეს მთვარობის სხდომის მიერ დამტკიცებული ცვლილებების შესახებ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ცვილებები შეეხება „აწარმოე საქართველოში" პროგრამებს სესხის პროცენტის სუბსიდირების ნაწილში.

მინისტრის განმარტებით, პროგრამა გაცილებით უფრო ლიბერალური და ბიზნესზე ორიენტირებული ხდება იმის გათვალიწინებით, რომ პანდემიის გამო ბევრ მცირე და საშუალო ბიზნესს შეექმნა პრობლემები საბანკო სესხების მოზიდვასთან მიმართებაში.  „კერძოდ, ჩვენ ვზრდით სესხის ოდენობას და არეალს. აქამდე თუ ეს იყო 150 000 ლარის მინიმალური ზღვარი, მას ქვევით ვწევთ და 50 000 ლარის მინიმალური ზღვარის სესხის მქონე კომპანია მიიღებს ჩვენს დახმარებას - სესხის პროცენტის სუბსიდირებას, ხოლო ზედა ზღვარი 5 მილიონი ლარიდან 10 მილიონ ლარამდე იზრდება", - განაცხადა  ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება პროგრამის მოქმედების ვადის გაზრდაა - თუ აქამდე სახელმწიფო თანადაფინანსება 24 თვე გრძელდებოდა, ახლა ეს ვადა 36 თვეს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics