|
2020-06-03 19:11:07, 3317 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო ონლაინ დიალოგში „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტის შესახებ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო ონლაინ დიალოგში „საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონპროექტის შესახებ. ონლაინ დიალოგი პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ინიციატივით და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, კანონპროექტი, ერთი მხრივ, ეფუძნება საერთაშორისოდ მოქმედ ძირითად პრინციპებსა და რეგულირების მოდელებს, ხოლო, მეორე მხრივ, მასში გათვალისწინებულია საქართველოში კაპიტალის ბაზრის და ზოგადად ეკონომიკის განვითარების დონე. „საინვესტიციო ფონდების კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან უზრუნველყოფს არა მხოლოდ ინვესტორთა დაცულობის ხარისხის გაზრდას, არამედ წარმოადგენს წინაპირობას საერთაშორისო ბაზრის მონაწილეების მხრიდან საქართველოს მიმართ მეტი ნდობისა და დაინტერესებისთვის," - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მისი თქმით, განვითარებული საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება გააღრმავებს საქართველოს ფინანსურ სექტორს, გაზრდის მის ეფექტიანობას და ბიზნეს სექტორისთვის დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს გააჩენს, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ის, ინვესტორთა საბჭოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)