|
2020-06-03 16:48:19, 3989 ნახვა
რეგიონი
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით უკვე 26 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა
ფასდაკლების ბარათების და დიზელის გაცემის პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუფერხებლად მიმდინარეობს, რასაც სახელმწიფოს და კომპანიის „სოკარი“ მიერ შემუშავებული გრაფიკი უზრუნველყოფს. პროგრამის ფარგლებში ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერთა ორგანიზებული მომსახურების პროცესის შენარჩუნებისთვის, პირველ ეტაპზე, ყველა ბენეფიციარმა, ვინც უკვე მიიღო ნებისმიერ ოდენობის ფასდაკლების ბარათი ან მიიღებს 1 ივლისამდე, აუცილებლად, 1 ივლისამდე უნდა შეიძინოს 50 ლიტრი დიზელის საწვავი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბენეფიციარები 50 ლიტრ დიზელზე ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მეორე ეტაპზე ბენეფიციარები 1 სეტემბრამდე შეძლებენ არაუმეტეს 300 ლიტრის,ხოლო მესამე ეტაპზე, 1 სექტემბრიდან, დარჩენილი ოდენობის შეძენას ფასდაკლების ბარათებით.
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაწლის ბოლომდე გაგრძელდება. ფასდაკლების ბარათების განაღდება შესაძლებელიაკომპანიის ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“საქართველოს მასშტაბით მოქმედ 89 ბენზინგასამართ სადგურზე. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათებისგაცემა. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისსააგენტოსრეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც. ბარათების გაცემა ხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის ან თანხმობის წარდგენის საფუძველზე,ან იმ შემთხვევაში თუ ყველა თანამესაკუთრე ერთად გამოცხადდება.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)