20:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-01 12:38:19, 1168 ნახვა

კომენტარი
გახარია - მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს

„მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ესაა გლობალური გამოწვევა და მასთან გამარჯვება მსოფლიო ერთად უნდა იზეიმოს.

„მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდა დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები, ყველა სახის ბაზრობები არის გახსნილი. რეალურად ფაქტია ის, რომ ეს ყველაფერი იწვევს ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების უფრო მეტ რისკს ქმნის.

ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუს ჩვენ არ დაგვიმარცხებია. საერთოდ შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება. მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს. ესაა გლობალური გამოწვევა და მასთან გამარჯვება მსოფლიო ერთად უნდა იზეიმოს. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ვირუსის გავრცელების კონტროლი როგორც დროში, ასევე სივრცეში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენ ქვეყანაშ გაგვიჩნდა ორი ახალი კლასტერი ერთი თბილისში და ერთი მარნეულში.

აქ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ელემენტარული წესების დაცვა და მინდა თითოეულ ჩვენგანს მოვუწოდო რომ ვატაროთ ნიღბები. ესაა უკიდურესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics