16:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-24 15:33:13, 349 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: აფხაზეთში რკინიგზის აღდგენას საერთაშორისო დიპლომატიას დავუპირისპირებთ

აფხაზეთში რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს - ამის შესახებ  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ განუცხადა.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რკინიგზის აღდგენას სამხედრო დანიშნულება, მინისტრმა განაცხადა, რომ რკინიგზა შეიძლება ნებისმიერი მიზნისთვის იყოს გამოყენებული. 
„ისინი ამბობენ, რომ ეს არის ეკონომიკური საქმიანობისთვის. დღეს ვნახე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ წლის ბოლომდე დასრულდება აფხაზეთში შიდა მოხმარებისთვის რკინიგზის აღდგენა, თუმცა რკინიგზა შეგიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფუნქციით გამოიყენო. ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, გნებავთ, ოკუპირებულზე, მაგრამ მაინც ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალები მსგავსი ტიპის ღონისძიებებს გეგმავენ, იმ პოლიტიკის მაგალითია, რომელსაც რუსეთი ჩვენს მიწაზე ახორციელებს ყოველგვარი ავტორიზაციის გარეშე და საერთაშორისო ნორმების დარღვევით“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში რკინიგზის აღდგენას დიპლომატიური მეთოდებით დაუპირისპირდება. 
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ მსგავს ფაქტებს შეიძლება დავუპირისპიროთ მხოლოდ საერთაშორისო მობილიზაცია და ის დიპლომატიური ძალისხმევა, რომელსაც მუდმივად ახორციელებს საქართველო. ვფიქრობ, წინა კვირას ჩემი ვაშინგტონში ვიზიტი ამის კარგი მაგალითი იყო – მაგალითი იყო იმისა, თუ რა დონეზე შეგიძლია ასწიო თემა და რა დონეზე მნიშვნელოვან და ღირებულ საკითხად აქციო ის შენი პარტნიორებისთვის მორიგ ჯერზე. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ამოცანა ამ წუთისთვის – იყო მუდმივად დღის წესრიგში და გყავდეს საერთაშორისო თანამეგობრობა მობილიზებული ყველაზე უფრო მძიმე და ცუდი სცენარებისთვის. ადგილზე გაწმენდილ რკინიგზას ჩვენ მომავალში ქართველი და აფხაზი ხალხის ერთობლივი თანაცხოვრებისთვის გამოვიყენებთ", - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics