16:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-24 12:13:38, 322 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტს და პრემიერს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
პრემიერი საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფოებს შორის მეგობრობასა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს.
„მინდა, დაგიდასტუროთ მზადყოფნა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება უკრაინის აქტიური მხარდამჭერი. სწორედ საერთო ძალისხმევითა და ურთიერთთანადგომით შევძლებთ, დავძლიოთ სირთულეები და მტკიცე ნაბიჯებით განვაგრძოთ სვლა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გადმოგცეთ გულწრფელი მილოცვა უკრაინისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში, რომელიც უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გაეგზავნათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics