04:29 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 10:29:59, 1355 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი - შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" გაიხსნა

ქართულ ბაზარზე, „თიბისის“ მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი - შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" იწყებს ფუნქციონირებას. პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი დოლარია.

საწარმო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის ტერიტორიაზე განლაგდა. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს მომავალში ეს რიცხვი 50-მდე გაიზრდება. აქ ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები დასაქმდებიან.

„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილ 2 საწარმოო ხაზს მოიცავს. პირბადეების ე.წ Melt Blown უმაღლესი ხარისხის ნედლეულით იწარმოება და 99%-იან დაცვას უზრუნველყოფს. საწარმოში პირველი პროდუქციის წარმოება იწყება სახელწოდებით - „Faceguard", რომელიც პირველ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის" წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს.

„არსებულ რეალობაში „თიბისისთვის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ინიციატივების მხარდაჭერაა, რომელთა მიზანიც COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაა. აღნიშნული მიმართულებით, თიბისი არაერთი პროექტის როგორც ავტორი, ასევე პარტნიორია. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის" წარმოებული პირბადეები, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი პროდუქციაა. ამასთანავე, თიბისისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics