2020-05-26 17:02:27, 1576 ნახვა
პოლიტიკა
დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდი ნაწილობრივ გახსნა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი დღეს დილით ცალმხრივად გაიხსნა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები დილიდან ახერხებენ სახლში დაბრუნებას.
უწყების ცნობით, მათ ტემპერატურას ხიდზე გადასვლამდე უზომავენ.
მოქალაქეებმა, რომლებიც საზღვარს გადაკვეთენ, აუცილებლად უნდა იქონიონ კორონავირუსზე ლაბორატორიულად შემოწმების საბუთი. საბუთის არ ქონის შემთხვევაში კვლევისთვის ბიომასალის აღება მოხდება.
ცნობისთვის, ენგურის ხიდი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დე ფაქტო ხელისუფლებამ 27 თებერვალს ჩაკეტა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,