23:36 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 19:21:02, 1324 ნახვა

პოლიტიკა
ლილუაშვილი - დასაქმებულებს, რომლებსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხათ, მაგრამ აპრილში ხელფასი დაკარგეს, სახელმწიფო დაეხმარება

სახელმწიფოს მიზანია, დაეხმაროს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც პანდემიის პერიოდში დაკარგა შემოსავალი; შესაძლოა, იყოს დასაქმებულთა ისეთი კატეგორია, რომელსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხა, მაგრამ აპრილში ხელფასი დაკარგა, სახელმწიფო ამ ადამიანებს აუცილებლად დაეხმარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტო, ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ატარებენ, რათა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს მსგავსი საკითხების ადმინისტრირების ხარისხი.

რაც შეეხება თვითდასაქმებულების საკითხს, პრემიერის მრჩეველმა განმარტა, რომ თვითდასაქმებულების იმ კატეგორიას, რომელიც იდენტიფიცირებადია ფინანსთა სამინსიტროს და შესაბამისი სამსახურების საინფორმაციო სისტემაში, სახელმწიფო ავტომატურად დაეხმარება.

„შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც აფასებს ყველა იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელიც არ ფიქსირდება ფინანსთა სამინისტროს და შესაბამისი სტრუქტურების მონაცემთა ბაზებში. ისინი არ არიან გადასახადის გადამხდელები, თუმცა ჰქონდათ შემოსავალი და მათ მიერ ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მათ კომპენსაციას გადაუხდის. თუ ისინი ვერ შეძლებენ ამ ტიპის დოკუმენტის წარდგენას, ყოველთვის შეუძლიათ, სოციალური მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში გახდნენ სახელმწიფოს მხარდაჭერის ბენეფიციარები და მოითხოვონ მათი სოციალური მდგომარეობის გადამოწმება და შესაბამისი ქულის მინიჭება. მათთვის ეს არხი ყოველთვის ღიაა, რომ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა მიიღონ", - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics