23:51 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 09:54:42, 1191 ნახვა

პოლიტიკა
ოქრუაშვილი - გამოუშვით რურუა, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მორჩება ეს ისტერია, მერე თუ გინდათ პოლიტკრიმინალები გვეძახეთ

„ქართული ოცნება“ რაც მალე გამოუშვებთ გიორგი რურუას, მით მალე დამთავრდება ის ჩიხი, რომელშიც თქვენი სურვილით შეხვედით, - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ოქრუაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლება პოლიტპატიმრების გათავისუფლების არგუმენტებით კიდევ უფრო აღიზიანებს თავის მხარდამჭერებს.

„„ქართული ოცნება“ რაც მალე გამოუშვებთ გიორგი რურუას, მით მალე დამთავრდება ის ჩიხი, რომელშიც თქვენი სურვილით შეხვედით. რაც დიდხანს გააგრძელებთ მის დემონიზაციას, მით უფრო ვეღარ აუხსნით თქვენს ამომრჩეველს, როდესაც (მაინც) გამოუშვებთ. რაც მეტი არგუმენტი მოგყავთ ჩვენი გამოშვების გასამართლებლად, მით მეტად აღიზიანებთ თქვენს მხარდამჭერებს. არადა, ორივე მხარემ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ: „რაც იყო, იყო“. ამას უფრო გაგვიგებს ამომრჩეველი.

ჩემი არყოფნის პერიოდში იმდენად პოლარიზებული გამხდარა საზოგადოება და იმდენად მოუმატია ისეთ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მზად არიან დანები იშიშვლონ და ერთმანეთი დაჩეხონ, რომ თუ ვინმე გონიერი დარჩა თვენთან, ადვილად უნდა ხვდებოდეს, საით მივდივართ. გაითვალისწინეთ, რაც დრო გადის ამას მით მეტად ემატება მშიერი ადამიანების აგრესია.

გამოუშვით რურუა, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მორჩება ეს ისტერია.

მერე თუ გინდათ პოლიტკრიმინალები გვეძახეთ, გინდათ - აგენტები, გინდათ ყაჩაღები“, - წერს ოქრუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics