19:20 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 14:56:57, 1387 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე - 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვით ვისაც აქვს ხელფასი 1500 ლარამდე 750 ლარის ნაწილში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება

„2020 წლის 1 მაისიდან, 6 თვით, ვისაც აქვს ხელფასი 1500 ლარამდე 750 ლარის ნაწილში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება“, - ამის შესახებ პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც  საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.

მისი თქმით, სახელმწიფო ბიზნესის მხარეს არის. პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც ბიზნესისთვის, კერძოდ იმ კომპანიებისთვის რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ გარკვეულ შეღავათებს გულისხმობს.

კომიტეტის თავმჯდომარე ბიზნესს მოუწოდებს შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. მისი თქმით, დღეს წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მათთვის. რაც შეეხება ამ შეღავათების შედეგად ბიუჯეტში 250 მილიონიან დანაკლისს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა ამ თანხის დაბალანსების შესაძლებლობა გვექნება.

„ხდება გარკვეული სოციალური რისკების გადაზღვევა.  გარდა საშემოსავლო გადასახადისა, შეღავათებია დღგ-ს კუთხით, არენდისა და ლიზინგის ნაწილში. რაც მნიშვნელოვანია და წარმოდგენილ ცვლილებებს კომიტეტი მხარს უჭერს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ ინიცირებული საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics