23:24 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 12:57:41, 1139 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ვცდილობთ მინიმალური შეზღუდვებით გავიდეთ ფონს და მოვუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას

„ვცდილობთ მინიმალური შეზღუდვებით გავიდეთ ფონს და მოვუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ისედაც არის მსგავსი შეზღუდვები და აქამდე ეს არავის გაუპროტესტებია.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ისედაც არის მსგავსი შეზღუდვები და აქამდე ეს არავის გაუპროტესტებია. ახლა ჩვენ რამდენიმე არჩევანის წინაშე ვდგავართ  - ან უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა იმ მინიმალური შეზღუდვებისთვისაც კი, რაც საჭიროა, რომ რისკები არ გაიზარდოს, ან ჩვენ გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიტანოთ, რათა მთავრობას ქონდეს ამ მინიმალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედების საშუალება, რომ ბოლომდე დაწიონ რისკები ან უნდა „მიუშვათ" ეს პროცესი და თუ გვეყოლება, ვთქვათ, რამდენიმე ათეული, ასეული ინფიცირებული და ხელახლა მოხდება აფეთქება, ისევ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ შეზღუდვების შესახებ გარკვეული დაზუსტებები შევიდეს, ამ მინიმალური შეზღუდვებით გავიდეთ ფონს და მოვუფრთხილდეთ პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics