23:24 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 12:27:24, 1290 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიციას შეუძლია დატოვოს მათი საყვარელი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ისინი უფრთხილდებოდნენ თავისი მმართველობის პერიოდში

„მათ შეუძლიათ დატოვონ მათი საყვარელი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ისინი უფრთხილდებოდნენ თავიანთი მმართველობის პერიოდში“, - ამის შესახებ საპარლამეტო უმრაველოსობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს სრული მხარდაჭერა ექნება.

„მათ შეუძლიათ დატოვონ მათი საყვარელი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ისინი უფრთხილდებოდნენ თავიანთი მმართველობის პერიოდში, როცა ისინი იყვნენ ჯერ შევარდნაძის დროს, მერე როცა მთლიანად მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს მათი არჩევანია. თუ მათი არჩევანის საფუძველზე ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილებები, ბუნებრივია, ეს იქნება მათი პასუხიმსმგებლობა. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს. ივნისის ბოლოს გავა სამივე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე. ჩვენი მხრიდან ამ დოკუმენტს ექნება სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics