|
2020-05-18 21:38:03, 1439 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - გვინდა მსოფლიოს გავაცნოთ საქართველოს ახალი ადგილი და როლი გლობალურ საინვესტიციო პროცესებში
მსოფლიომ ხელახლა უნდა გაიცნოს საქართველო, როგორც უსაფრთხო დანიშნულების მქონე ქვეყანა ტურისტულ სამყაროში, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის ელჩებთან ვიდეო ჩართვის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ამ დღეებში საელჩოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ პირველ ივლისს საქართველომ წარმატებულად შეძლოს გახსნას ტურისტული ბაზარი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. „აქამდე გვიცნობდნენ ჩვენ, როგორც უძველესი ტრადიციების, ისტორიის და შესანიშნავი ბუნების მქონე ქვეყანას. ახლა გვიცნობენ, როგორც ქვეყანას, რომელმაც წარმატებით ბრძოლა შეძლო კოვიდ 19-თან, რაც სხვა ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო. ჩვენი ფრონტის წინა ხაზი დღეს გადის სწორედ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსზე, საელჩოებზე და სწორედ ეს იყო პრემიერ-მინისტრის გზავნილი ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიმართ. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ ამ დღეებში იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებულად შევძლოთ პირველ ივლისს გავხსნათ ჩვენი ტურისტული ბაზარი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, მაქსიმალური ინფორმაცია გვქონდეს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს იმის თაობაზე, თუ რამდენად უსაფრთხო და ეფექტურები ვართ, ასევე, რა წესები გვაქვს შემოღებული, რომელიც სრულიად მისაღები იქნება სხვადასხვა ქვეყნისთვის. ამ ურთიერთობების ფარგლებში უნდა გავხსნათ ე.წ. უსაფრთხო მწვანე დერეფნები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენთან ტურისტები შემოვლენ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა მსოფლიოს უნდა გააცნოს საქართველოს ახალი ადგილი და როლი გლობალურ საინვესტიციო პროცესებში. „კოვიდის შემდეგ სამყაროში უფრო მეტად გაძლიერდება ტენდენცია დივერსიფიკაციის. ძალიან ბევრი მულტინაციონალური კომპანია ეძიებს მეტ დივერსიფიკაციას და თავისი წარმოებების გადატანა, ან ალტერნატიული წარმოებების შექმნა სურს სხვა რეგიონებში, განსხვავებით იმ ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბებისა, როგორიც არის მაგალითად ჩინეთი. ჩვენ აქ უნდა ვიყოთ ასევე ნომერ პირველი არჩევანი და ამასაც ეძღვნებოდა პრემიერ-მინისტრისა და დიპლომატიური კორპუსის საუბარი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)