2020-05-18 14:13:06, 1128 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი - ძალა ერთობაშია მოიტანს გიორგი რურუას გათავისუფლებას
„ძალა ერთობაშიამ მოიტანა 8 მარტის შეთანმხება, ჩემი გათავისუფლება და ძალა ერთობაშია მოიტანს გიორგი რურუას გათავისუფლებას“, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი რურუას გამოშვება გარდაუვალი საკითხია.
„ძალა ერთობაშიამ მოიტანა 8 მარტის შეთანმხება, ჩემი გათავისუფლება და ძალა ერთობაშია მოიტანს გიორგი რურუას გათავისუფლებას, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას, ხელისუფლების ცვლილებას. ეს ერთობა იქნება აქ და თუ ვინმე ამ ერთობას ხელს შეუშლის, ის ქვეყნის წინააღმდეგ მიდის“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან