21:57 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-16 15:43:42, 1820 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა - საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანა არ არის მარტო, სამყარო არ არის ჩალით დახურული და არც კორონავირუსით შებურული

შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, შესაბამისად გიორგი რურუამაც უნდა დატოვოს საპატიმრო და მე იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანა არ არის მარტო, სამყარო არ არის ჩალით დახურული და არც კორონავირუსით შებურული.

„შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, შესაბამისად, გიორგი რურუამაც უნდა დატოვოს საპატიმრო და მე იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება. მოხდება აღკვეთის ღონისძიების ჩანაცვლებით თუ პრეზიდენტის შეწყალებით, მე დეტალები არ ვიცი, მაგრამ ფაქტი უნდა შედგეს და ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უნდა გადაიშალოს. საერთოდ არ მსიამოვნებს ის, რომ ჩემს ქვეყანაზე საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ, რომ ჰყავს პოლიტპატიმრები, რადგან ამას თავისი ხიფათი და მინუსები მოსდევს, მოსდევს პრობლემები ქვეყნისთვის.

არ მაქვს  იმედი, რომ ხელისუფლება ამას გააცნობიერებს, მაგრამ ერთი რამე არის ფაქტი და ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ქვეყანა არ არის მარტო, სამყარო არ არის ჩალით დახურული და თუნდაც, არც კორონავირუსით შებურული და ის, რაც სიმართლეა და რა ვალდებულებასაც აიღებ, როგორც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს შენთვის, უნდა შეასრულო. თუ ხარ ხელისუფლებაში, უნდა გესმოდეს, რომ საჭიროა ხშირად მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ამაზე მეტად საჭიროა, რომ აღებული ვალდებულებები შეასრულო. ასეა ადამიანურ ურთიერთობაში, ასეა საერთაშორისო პოლიტიკაში და ასეა შიდა პოლიტიკაში“, - განაცხადა უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics