2020-05-16 12:27:11, 1814 ნახვა
პოლიტიკა
ანდრიუს კუბილიუსი უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებაზე - ესაა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას აფასებს როგორც სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს.
კუბილიუსი ულოცავს გათავისუფლებულებს.
„საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი - პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა ოპოზიციის ორი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი. ესაა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. გილოცავთ“, - წერს ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერზე“.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან