16:22 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-20 17:16:05, 929 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ შუალედური არჩევნების ბოიკოტს არ უერთდება

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“  გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა  ალიანსი“ 11 პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ მოწოდებას, შუალედური არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით, არ უერთდება. 

როგორც ინაშვილი განმარტავს, „საქართველოს პტარიოტთა ალიანსის წარმომადგენლები“ ყოველთვის ღიად საუბრობდნენ საარჩევნო გარემოს სრულ რეფორმირებაზე, საარჩევნო სიების  და ამომრჩეველთა რეალური სიის დაკომპლექტებაზე. 

„ გავეცანი 11 პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ მოწოდებას, შუალედური საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტის შესახებ. ვინაიდან არასდროს და არავისთვის შემიყრია თვალში ნაცარი, ვაცხადებ ნათლად და გასაგებად: მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ყოველთვის საჯაროდ ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია საარჩევნო გარემოს სრული რეფორმირება. დაწყებული საარჩევნო სისტემით გაგრძელებული კომისიების დაკომპლექტებით, ამომრჩეველთა რეალური სიის ფორმირებით და დასრულებული არჩევნებში სავალდებულო მონაწილობით! ჩვენ საარჩევნო სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე ვსაუბრობდით მაშინაც, როცა მაგალითისთვის, ბატონი კაციტაძე გულმოდგინედ აყალბებდა ამომრჩეველთა სიას და აყალბებდა არც მეტი, არც ნაკლები- სააკაშვილის რეჟიმის სასარგებლოდ! მიკვირს, რომ ბატონი კაციტაძე და არჩევნების სხვა გამყალბებლები დღეს არ ბრძანდებიან ციხეში. თუმცა კაციტაძე კი არა, სისხლის სამართლის უამრავი დამნაშავე არაა დასჯილი, ამიტომ ვცხოვრობთ პარადოქსების ქვეყანაში, სადაც შუალედური არჩევნების ბოიკოტირებისკენ მე, ირმა ინაშვილს სააკაშვილის რეჟიმის პარტნიორები: კაციტაძე, ხარატიშვილი, დავითაია და სხვები მომიწოდებენ“,-აღნიშნა ირმა ინაშვილმა. 

ამასთან, პარტიის გენერალური მდივნის განცხადებით, აღნიშნულ 11 პარტიაში ნახევარზე მეტი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ღია და ფარული პარტნიორები არიან. 

ირმა ინაშვილი განმარტავს, რომ სწორედ აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ის ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წავიდა, რომ „ეს უზნეობა და პოლიტიკური პროსტიტუცია დაესრულებინა“. 

ამ 11 პარტიაში ნახევარზე მეტი მიხეილ სააკაშვილის ღია, თუ ფარული პარტნიორები არიან. აი, სწორედ იმიტომ წამოვედი ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში, რომ ეს უზნეობა, ეს პოლიტიკური პროსტიტუცია დავასრულოთ! ბოიკოტირების მომხრე ზოგიერთი სხვა პარტიისგან, არ დაგიმალავთ, შუალედურ არჩევნებში მხარდაჭერას ველოდი, მაგრამ ისინი პოლიტიკურმა შურმა შეიპყრო. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი საარჩევნო სისტემის რეფორმირების ერთი-ერთი ინიციატორია, მიგვაჩნია, რომ მე, ირმა ინაშვილს (ამ საარჩევნო სისტემის პირობებში კი) საგარეჯოში გამარჯვების რეალური შანსი მაქვს და ეს შანსი ოპოზიციამ არ უნდა დაკარგოს! 11-ივე პოლიტიკურმა პარტიამ კარგად იცის, რომ დღეს საგარეჯოში არც ერთ მათგანს არ ჰყავს ირმა ინაშვილზე ძლიერი კანდიდატი. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ბოიკოტის მომხრე პარტიების ნაწილი საინიციატივო ჯგუფებით, ფარულად დააყენებს კანდიდატებს, რომ წინააღმდეგობა გამიწიონ არჩევნებში, მაგრამ ხალხი ყველაფერს ნათლად დაინახავს. ამიტომ მე კოლეგებისადმი სრულიად საპირისპირო მოწოდება მაქვს:

გაერთიანდით და დამიჭირეთ მხარი შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში (საგარეჯოს ოლქში). ამით გამოჩნდება, როგორც თქვენი ზნეობრივი სიმაღლე, ისე პოლიტიკური კულტურა და სახელმწიფოებრივი აზროვნება. აჩვენეთ საზოგადოებას, რომ მზად ხართ დამახმაროთ, როგორც თქვენი წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში, ისე თქვენი პარტიების ადამიანური რესურსი!”,-განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

ცნობისთვის, 11 ოპოზიციური პარტია 2015 წლის ოქტომბერში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. არჩევნები მარტვილისა და საგარეჯოს ოლქებში უნდა ჩატარდეს.  ბოიკოტის მიზეზი საარჩევნო კანონია. 
მათი თქმით, ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვა პარტიების, არასამთავრობოებისა და პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტი. ოპოზიცია აცხადებს,  რომ ამ პირობებში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics