23:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 15:55:21, 1403 ნახვა

რეგიონი
აჭარა ახალგაზრდული მოხალისეობის წარმატებულ მაგალითად აღიარეს ევროპაში

ევროპის რეგიონთა ასამბლეამ და    ხმელთაშუა ზღვის კავშირის ქვეყნებმა აჭარა ახალგაზრდული მოხალისეობის წარმატებულ მაგალითად აღიარეს ევროპაში.

პანდემიის დროს, აჭარა უკვე მეორედ მოექცა ევროპის რეგიონთა ასამბლეის ყურადღების ცენტრში.

ევროპის რეგიონთა ასამბლეის და ხმელთაშუა ზღვის კავშირის ქვეყნების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ხორვატიის რესპუბლიკის ვარაზდინის ოლქთან ერთად აღიარებულ იქნა პანდემიის განმავლობაში სტრატეგიული კოორდინაციისა და კრიზისის მართვის უნარის მქონე წარმატებულ მაგალითად ევროპაში.

მაღალი შეფასება მიეცა ადგილობრივი მთავრობის, რეგიონში მოქმედი დიპლომატიური კორსპუსისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციების აქტიურ ჩართულობას მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებაში.

„ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა წარმატებით შეასრულა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი ყველა რეკომენდაცია, ის ჯერ კიდევ საკვებისა და მედიკამენტების დარიგების პროცესშია. საერთაშორისო გამარჯვება COVID-19-ზე ჯერ არ გამოცხადებულა და ცენტრი კვლავაც განაგრძობს რეგიონის ახალგაზრდების ჩართულობით, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და რეკომენდაციების დაცვით პროცესის მართვას",  - გაჟღერდა ევროპის რეგიონთა ასამბლეის ვებინარზე (AER).

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა იმ რამდენიმე რეგიონს შორის დასახელდა, რომლებმაც მოახდინეს დროული მობილიზება ევროოდისეის პროგრამის მონაწილეთა სამშობლოში დაბრუნებისა და კორონავირუსის პანდემიის საფრთხეებისაგან მათი დაცვის მიზნით.

ევროპის რეგიონთა ასამბლეის ოფიციალურ სტატიაში აღნიშნულია, რომ აჭარამ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში, ორგანიზება გაუწია საგანგებო დანიშნულების ფრენას, რის შედეგადაც პროგრამის მონაწილე ქართველი და უცხოელი ტრენერები სამშობლოში უსაფრთხოდ  დაბრუნდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics