|
2015-08-20 16:50:26, 519 ნახვა
პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი: ნატო-სთან გვერდში დგომითა და გატარებული რეფორმებით, საქართველომ მჭიდრო პარტნიორობა დაიმსახურა
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს ანტირუსულ ცენტრად, ან რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად არ აღიქვამს. როგორც აპატურაიმ "მოამბისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ცენტრის მიზანია, გაიზარდოს საქართველოს ნატოსთან თავსებადობა, გამოცდილება პარტნიორებს აქართველომაც გაუზიაროს და თითოეულმა ამ ნაბჯმა შემდგომში საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მოამზადოს. ჯეიმს აპატურაის შეფასებით, რუსეთის მხრიდან დასკვნის გაკეთება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაწვრთნა ვინმეზე თავდასასხმელად იქნება გამოყენებული, უსაფუძვლოა. აპატურაი ფიქრობს, რომ საქართველომ ნატო-სთან გვერდში დგომით, ალიანსთან მჭიდრო პარტნიორობა დაიმსახურა. "ნატო არ უყურებს და არ აღიქვამს ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს ანტირუსულ ცენტრად, ან რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად. ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას პრაქტიკულ ელემენტებზე. ანუ, რას გააკეთებს ცენტრი იმისათვის, რომ გაიზარდოს ნატოსთან თავსებადობა, საქართველომაც გაუზიაროს გამოცდილება პარტნიორებს და ყველაზე მთავარი, რაც წერია არსებით პაკეტში, თითოეულმა ამ ნაბიჯმა საქართველო მომავალი წევრობისთვის უნდა მოამზადოს. ასე რომ, ცენტრს აქვს ძალიან მკაფიო სარგებელი, ეს არის სიგნალი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობისა, საქართველომ დაიმსახურა და გააკეთა ყველაფერი პარტნიორობისთვის.ავღანეთში და სხვაგანაც, ნატოსთან გვერდში დგომით, ასევე გატარებული რეფორმებით. თუ რომელიმე ქვეყანა სამეზობლოში და მათ შორის რუსეთი ფიქრობ, რომ მუშაობით, დემოკრატიული განვითარებით, ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში კონტრიბუციით, საქართველო ნატოსთან ახლოს მიდის, წინაპირობაა, რომ მეტი ნატო იყოს საქართველოში, მეტი საქართველო ნატოში, ეს მხოლოდ პოზიტიური სიგნალია, არავინ, მათ შორის, რუსეთმა არ უნდა შეაფასოს ცენტრი, როგორც საფრთხე. ცენტრის მიზანია თავსებადობის ამაღლება, ეს არ ნიშნავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაწვრთნას იმისათვის, რომ ვინმეს ისინი თავს დაესხან. თუ რუსეთი მოახდენს სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს სურს ინტერპრეტაცია და არა იმიტომ, რომ არსებული ფაქტები ხელს უწყობს ამგვარი დასკვნების გაკეთებას",-განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)