23:06 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 13:23:10, 1401 ნახვა

პოლიტიკა
,,ლელო საქართველოსთვის’’ მიმართავს სუსს გააკეთოს განმარტება, ბელგიაში იანიკ კალანტარიანის საპატიო კონსულად დანიშვნის ფაქტთან დაკავშირებით

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიაში საქართველოს საპატიო კონსულად დაინიშნა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის - სერგეი ლავროვის ნათესავი იანიკ კალანტარიანი, რომელიც ამავდროულად გახლავთ  ბელგია-სომხეთის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი,  - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ განაცხადა.

,,პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააკეთოს განმარტება იანიკ კალანტარიანის საპატიო კონსულად დანიშვნის ფაქტთან დაკავშირებით, ასევე უარყოს, ან დაადასტუროს ა.წ. 14 მაისს ,,კავკაზ პლიუსში’’ გამოქვეყნებული ფაქტების სისწორე’’, - განაცხადა ლანა გალდავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics