|
2020-05-15 13:13:46, 2827 ნახვა
ეკონომიკა
როგორ გადავიხადოთ გადასახადები თიბისი ფეიზე
სხვადასხვა გადასახადის თუ სერვისის ღირებულების გადახდა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ხან მობილურის ბალანსის შევსებაა საჭირო, ხან კომუნალურებია გადასახდელი, ამანათის ტრანსპორტირების თანხაა დასაფარი, კრედიტის ან სალომბარდო სესხის თანხაა შესატანი და კიდევ ვინ მოთვლის, ჩვენ ყველას ხომ უამრავი ფინანსური ვალდებულება გვაქვს.იმისათვის, რომ გადასახადების გადახდა მარტივი და კომფორტული იყოს და ამასთან ერთად ეს ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად შეძლოთ, თიბისი ფეიმ ონლაინ პლატფორმა შექმნა, სადაც თქვენთვის მოსახერხებელი ფორმით - ვებ-გვერდზე ან მობილური აპლიკაციით შეძლებთ ყველა საჭირო გადახდის განხორციელებას. რისი გადახდა გსურთ?თიბისი ფეის მომენტალური გადახდების სისტემაში ყველა გადასახადის დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გადახდას შეძლებთ. აქ ერთ ადგილას, ერთ სივრცეშია განთავსებული 1000-ზე მეტის კომპანიის სხვადასხვა სერვისი, რომელთა გადახდასაც მარტივად, ერთი კლიკით შეძლებთ. ძებნის გამარტივებისთვის სერვისები კატეგორიებადაა დაყოფილი, აქ ყველაფერს იპოვით, რისი გადახდაც გსურთ. თიბისი ფეის ვებ გვერდი და მობილური აპლიკაცია სპეციალურად ონლაინ გადახდებისთვისაა შემქნილი და ყველა ის საჭირო ფუნქცია გააჩნია, რაც ამ სახის სისტემისთვისაა საჭირო. ეს კი ნიშნავს მარტივ ნავიგაციას, დაცულ სისტემას, პირად კაბინეტს, გადახდის სისწრაფეს, სიზუსტეს და რაც მთავარია სერვის-პროვაიდერების ფართო ქსელს. თიბისი ფეის გამოყენება ნებისმიერი ქართული ბანკის VISA/Mastercard ტიპის ბარათითაა შესაძლებელი. მომხმარებელს შეუძლია ბარათი მიაბას თავის ანგარიშს და მარტივად გადაიხადოს ყველა გადასახადი. თუმცა თიბისი ფეის გამოყენება საბანკო ბარათის გარეშეც შესაძლებელია. TBC Pay-ის ვებგვერდზე ან აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ შეგიძლიათ თიბისი ფეის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან საკომისიოს გარეშე შეავსოთ თანხა ნაღდი ფულით, რომელიც განყოფილება „ჩემს საფულეში“ ბალანსზე აგესახებათ და რომლითაც ისარგებლებთ სასურველი ონლაინ გადარიცხვისას. თიბისი ფეის საჭირო ფუნქციებითიბისი ფეიზე დარეგისტირებულ მომხმარებელს უამრავი საჭირო და გამოსადეგი ფუნქციით შეუძლია სარგებლობა. მაგალითად აქ შესაძლებელია როგორც კომუნალურების გადახდა, ასევე მხოლოდ დავალიანების ნახვა. ასევე პირველი გადახდის შემდეგ შეგიძლიათ სისტემაში დაამახსოვროთ თქვენი სააბონენტო ნომერი და მომდევნო გადახდისას თავიდან აირიდოთ მონაცემების ხელახლა შეყვანა. კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია, დავალიანების შესახებ შეტყობინების მიღებაა. რაც გულისხმობს მობილურის ნომერზე მოკლე ტექსტური სახით შეტყობინების მიღებას მაშინვე, როგორც კი თქვენს სააბონენტო ნომერზე დავალიანება აისახება. ასე თქვენ არასოდეს გამოგრჩებათ მნიშვნელოვანი გადასახადები. აღსანიშნავია, რომ ამ ფუნქციით შეგიძლიათ კომუნალურების გარდა, სატელეკომუნიკაციო სერვისების გადახდის დროსაც ისარგებლოთ. თიბისი ფეი ასევე საშუალებას გაძლევთ შექმნათ ხშირად გამოყენებადი სერვისების გადახდის შაბლონები. ამით თქვენ მნიშვნელოვნად დაზოგავთ დროს და მარტივად, ერთი კლიკით გადაიხდით ყველა საჭირო სერვისის საფასურს. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ხშირად გამოყენებული სერვისი თანხის გადარიცხვაა. თიბისი ფეის დახმარებით ამას მარტივად შეძლებთ, ამისათვის მხოლოდ მიმღები პირის მობილურის ნომერი დაგჭირდებათ. მობილურ აპლიკაციაში ნომრის გადმოტანას პირდაპირ კონტაქტების სიიდან შეძლებთ. და რაც მთავარია - 20 ლარამდე თანხის გადარიცხვა სრულიად უფასოა. თიბისი ფეის მობილური აპლიკაცია ახალ და ინოვაციურ სერვისს - თანხის მოთხოვნას გთავაზობთ. მოითხოვე თანხა - ეს მოსახერხებელი ფუნქცია განსაკუთრებულად იმ მომენტებში გამოგადგებათ, როდესაც საერთო საქმისთვის საერთო თანხას აგროვებთ. მობილურ აპლიკაციაში პირდაპირ კონტაქტების სიიდან აირჩევთ იმ ადამიანებს, ვისგანაც თანხის ჩარიცხვას ელოდებით. ისინი SMS-ის სახით მიიღებენ თანხის მოთხოვნის შეტყობინებას, სადაც გადასარიცხი ბმული იქნება მითითებული. თიბისი ფეის მობილური აპლიკაციის მომხმარებლებს კიდევ ერთი სასიამოვნო ფუნქციით შეუძლიათ სარგებლობა - თიბისი ფეის აპლიკაციის გამოყენება მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია. მობილური აპლიკაცია პრაქტიკულად არ მოიხმარს ინტერნეტს და ნებისმიერ დროსა და ადგილას ხელმისაწვდომია. გასათვალისწინებელია, რომ ამ ფუნქციით ჯერ-ჯერობით მხოლოდ მაგთის აბონენტებს შეუძლიათ სარგებლობა. ონლაინ გადახდების კომფორტული და მოსახერხებელი საშუალება უკვე შექმნილია. ალტერნატივების ძებნა საჭირო არაა, როცა თიბისი ფეი არსებობს!
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)