|
2020-05-12 19:03:10, 2151 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ონი ჰესის პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში
ონი ჰესის პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, ტყუილია, რომ ამა თუ იმ პროექტს დამანგრეველი ზემოქმედება ექნება. „ეს არის მტკნარი ტყუილი და საკმაოდ უნიჭოდ შეთხზული აპოკალიპტური ისტორია, თითქოს დამანგრეველი ზემოქმედება ექნება ამა თუ იმ პროექტს. ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ მსგავსი განცხადებების ერთადერთი მიზანი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და თანაინვესტირების ფონდის დისკრედიტაცია. არადა, ეს ფონდი, როგორც ყველასთვის ცნობილია, არსებობს იმისთვის, რომ დაეხმაროს ბიზნესს იმ მსხვილ პროექტებში, რომელთა განხორციელებასაც ბიზნესი მარტო ვერ ახერხებს და რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტად არის ქველმოქმედება, ვიდრე კონკრეტულად ბიზნესი. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტორები კიდევ უფრო შორს მიდიან და ურტყამენ არა მხოლოდ თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგებს, არამედ მთლიანად ქვეყნის დამოუკიდებლობას, რომლის ქვაკუთხედი ჩვენი ენერგეტიკაა," - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ცალკეულ მედია საშუალებებში გამოთქმულ უსაფუძვლო კრიტიკას რაჭის რეგიონში ონის ჰესის პროექტის ზემოქმედების შესახებ. ნათია თურნავას განცხადებით, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ეპიდემიასა და მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ხელისუფლება დიდ აქცენტს აკეთებს საკუთარი წარმოების განვითარებაზე, რომლის მნიშვნელოვანი ფაქტორია საკუთარი ენერგეტიკა და მსხვილი ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც ამყარებს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. „რაც შეეხება კონკრეტულად ონი ჰესების კასკადს, ეს პროექტი წლებია არსებობს და ამდენად, მასში არაფერია სიახლე. უბრალოდ, დღეს დაჭირდა ზოგიერთს მისი გახსენება და გამოყენება თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში. მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გაცილებით დიდი სამუშაო გაწია და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დღეს ეს პროექტი არის მაქსიმალურად უსაფრთხო ფორმით წარმოდგენილი. ამისთვის საკმაოდ ბევრი კვლევაა ჩატარებული და ეს არის სიმართლე, რომ პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში და სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა," - განაცხადა თურნავამ.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)