|
2020-05-11 19:32:51, 1940 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა კარანტინის 50 დღე შეაჯამა
50 დღეა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკარანტინო მდგომარეობის პირობებში უწევს ცხოვრება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის კორნავირუსი 121 მოქლაქეს დაუდგინდა. აქედან 32 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში იმყოფება 145 - ადამიანი, კარანტინში-97. საბედნიეროდ, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი ჩვენს მუნიციპალიტეტში იკლებს, რაც დამაიმედებელია და საკარანტინო წესების ზედმიწევნის შესრულების შემთხვევაში, საშუალებას გვაძლევს ბოლნისში მთელი რიგი შეზღუდვები დროულად მოვხსნათ. ბოლნისის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადაწყვეტილებით, კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სოფლ ქვემო ბოლნისში მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა რამდენიმე დღეა აღარ მოქმედებს. თუმცა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩაკეტილ ზონად კვლავ რჩება ქალაქი ბოლნისი, დაბა კაზრეთი, სოფლები: რაჭისუბანი, ბალიჭი, ხატისოფელი, მუშევანი და სავანეთი. ვინაიდან კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდგომ ამ ტერიტოტრიებსაც მალე გავხსნით. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში უახლოეს დღეებში რამდენიმე მიმღები ცენტრი მოეწყობა სადაც კორონავირუსზე რისკჯგუფებში მყოფი მოქლაქეები მასიურად შემოწმდებიან, ეს პროცესი სოფელ მუშევანიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ სოფელ გეტაშიც სადაც ბიოლოგიური ნიმუშების აღება ხდება. აქტიურად ვაგრძელებთ მოწყვლადი კატეგორიის მოქალაქეების დახმარებას. ამ ეტაპისთვის მერიის მიერ შეძენილი და კერძო პირების მიერ შემოწირული 14, 837 სასურსათო პაკეტი დავარიგეთ. ეს პროცესი გაგრძელდება და მუნიციპალიტეტი ყველა ბენეფიციარს სურსათით კვლავ აუცილებლად დაეხმარება. ჩვენს მუნიციპალიტეტში უკვე განახლდა ინფრასტრუქტურული პროექტები. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ობიექტების ზედამხედველობას აქტიურად აწაროებენ, რათა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი უსაფრთხოების ყველა წესი ზედმიწევნით იქნეს შესრულებული. მუნიციპალიტეტში ასევე აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება. ჩვენი ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოებს შეფერხების გარეშე ახორციელებენ. ეტაპობრივად მიმდინარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან იმ მოქალაქეების გაყვანა, რომლებიც მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებულები არიან და კარანტინის გამოცხადებისას აქ მოუწიათ ყოფნა. მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსითა და კარანტინით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით ხდება. პირები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს დატოვენებ სავალდებულო კარანტინს გაივლიან. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 394-მა მოქალაქემ უკვე დატოვა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მოქალაქეებს შესაბამის ინფორმაციას ვაწვდით და მათ ნებისმიერ პრობლემაზე სხვადასხვა სამსახური დროულ რეაგირებას ახდენს. მუნიციპალიტეტში ასევე მიმდინარეობს იმ პირების ბაზის შექმნა, ვისი სოციალური მდგომარეობაც საგანგებო მდგომარეობის გამო გაუარსედა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიას კორონავირსუსის სიმპტომების, მისგან თავის დაცვისა და საკარანტინო წესების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება ეთნიკურად დასახლებულ სოფლებში ორ ენაზე აზერბაიჯანულად და სომხურად ხდება.
ზელენსკი: ჩვენ ფინეთთან მივაღწიეთ შეთანხმებას მისი თანამგზავრული შესაძლებლობების უფრო ფართოდ გამოყენების შესახებ
პოლონეთის 28 ქალაქში აბორტის უფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)