|
2020-05-11 15:09:15, 2072 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი - ეს პროცესი მინიმუმ, წლის ბოლომდე იქნება ჩვენთან ერთად, მაგრამ არ უნდა გავაჩეროთ ჩვენი ყოველდღიური ეკონომიკური ცხოვრება
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი როგორც მინიმუმ, წლის ბოლომდე იქნება ჩვენთან ერთად, მაგრამ არ უნდა გავაჩეროთ ჩვენი ყოველდღიური ეკონომიკური ცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორგი გახარიამ, სასტუმროს და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს კონკრეტულ წესებს, თუ როგორ შეიძლება ტურიზმის უსაფრთხოდ გახსნა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციასთან აქტიურად თანამშრომლობს. „ჩვენი ქვეყნის განვითარება და მიმდინარე ანგარიშიც ძირითადად ვითარდებოდა ტურიზმის, უცხოური ინვესტიციების და რემიტანსების ბაზაზე, სამწუხაროდ, დღეს ყველა მიმართულებით პრობლემები გვაქვს, ამიტომ, ტურიზმი არის ის მიმართულება, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ და აქ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველები. ჩვენ ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად სულ მალე შეიმუშავებს კონკრეტულ წესებს, თუ როგორ შეიძლება ტურიზმი გაიხსნას. რამდენიმე კრიტიკული წერტილია, ეს არის საზღვარი და კონტროლი საზღვარზე, შემდგომ უკვე ტრანსპორტი და შემდეგ უკვე სასტუმრო. ყველა ის ეტაპებია, მინიმალურად აუცილებელი, კოვიდის საწინააღმდეგო ზომები და წესები, რომელიც უსაფრთხოებისთვის უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ისწავლონ ვირუსთან ადაპტაცია, რადგან არ უნდა გაჩერდეს ეკონომიკა, და ეს ქვეყანას მისცემს საშუალებას, განვითარდეს. „ჩვენი ძირითადი ამოცანაა, თქვენთან ერთად ამ ვირუსის გამკლავება. ყოველთვის ვამბობდი თავიდანვე, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე - პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობა. როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება. უნდა ვისწავლოთ, ადაპტაცია გავიაროთ, უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ ვირუსს. არ უნდა გაჩერდეს ცხოვრება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, ყველამ უნდა ვისწავლოთ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ქვეყანა ვითარდებოდეს მაინც, პირველ რიგში, ეკონომიკურად. შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, მივიღოთ სტუმრები, განვავითაროთ ტურიზმი, ახალ სამწუხარო პირობებში, მაგრამ, ეს არის ის, რაც ვალდებულები ვართ, გავაკეთოთ ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე. რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, შევეგუოთ სოციალურ დისტანცირებას, პირბადეს, შევეგუოთ დისტანციურ შრომას, მაგრამ მოგვიწევს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რა პირობებშიც ჩვენ შეგვიძლია, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაიწყებს ტურიზმის ეტაპობრივ და ძალიან ფრთხილ გახსნას. ამისთვის ჩვენ უკვე ვსაუბრობთ როგორც ჩვენს მეზობლებთან, ასევე ორმხრივ ფორმატში ევროპელ და არა მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან, რომ შევქმნათ უსაფრთხო კორიდორები. ჩვენ ასე თუ ისე შედარებით ვირუსს ნორმალურად ვუმკლავდებით, მაგრამ ეს პროცესია, ვერავინ იტყვის, რომ გავუმკლავდით ან გავიმარჯვეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)