20:00 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 17:04:54, 3960 ნახვა

ეკონომიკა
გარემოსდაცვით და აგრარულ თემებზე მოსწავლეებისათვის ვებინარები გრძელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან აგრძელებს ვებინარებს  გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით თემებზე: ნარჩენების მართვა, დედამიწის ისტორია, ნიადაგის დეგრადაცია, ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები, მდგრადი განვითარება, ქართული ღვინის ისტორია. დისტანციურ ლექციებს ცენტრის თანამშრომლებთან ერთად უძღვებოდნენ სხვადასხვა დარგის მოწვეული ექსპერტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.

ჯამში გასული კვირის განმავლობაში ვებინარებში მონაწილეობა მიიღო 201-მა მოსწავლემ.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით აქტიურად მუშაობს არაფორმალური განათლების მიმართულებით. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო, ცენტრი, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებები, გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე და ნებისმიერ მოსწავლეს სთავაზობს სხვადასხვა ვებინარს.

დისტანციური სწავლების განმავლობაში, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს, მათ შორის მოსწავლეს, მასწავლებელს თუ მშობელს, შეუძლია შეავსოს მითითებული სარეგისტრაციო ფორმა - http://tiny.cc/hiqxmz, აირჩიოს მისთვის საინტერესო თემა და გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმოს ვებინარი მოსწავლეების ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისათვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics