10:22 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 16:01:10, 1822 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - საქართველომ უნდა შეიძინოს ახალი იმიჯი - ეს არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი

„საქართველომ უნდა შეიძინოს ახალი იმიჯი - ეს არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ აქამდე მსოფლიო საქართველოს იცნობდა, როგორც უძველესი ტრადიციების მქონე, სტუმართმოყვარე,  ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილ ქვეყანას, რომელსაც აქვს უნიკალური ბუნება თუ ისტორია, ახლა მსოფლიო ხელახლა გაიცნობს, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანას.

„ამის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს ის ახალი, კონკურენტული უპირატესობები, რომელიც ჩვენ, როგორც ქვეყანამ, შევიძინეთ პანდემიასთან ბრძოლაში, ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული ჩვენი წარმატება და ასევე სრულიად უნიკალური გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რაც შეიძინა ტურიზმის ინდუსტრიამ და მასში დასაქმებულმა ადამიანებმა საკარანტინე ზონების მომსახურების, შესაბამისი სერვისების გაწევის ფარგლებში. ეს ძალიან მასშტაბური პროგრამაა, რომელშიც ჩართულია 83 სასტუმრო, პრაქტიკულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ჩვენ არამარტო შევიძინეთ უნიკალური გამოცდილება, არამედ შევინარჩუნეთ ეს ინდუსტრია და 2500-მდე დასაქმებული, რომლებიც სწორედ ამ პროგრამის წყალობით აგრძელებს მუშაობას და ფლობს უნიკალურ უნარ-ჩვევებს.

„კარანტინებში მოვემსახურეთ 19 000-ზე მეტ ადამიანს  და ახლა ყველაფერი გაგვაჩნია იმისთვის, რომ ეს გამოცდილება „გადავთარგმნოთ" ჩვენს ახალ იმიჯში, ახალ კონკურენტულ უპირატესობაში. ასეთივე უნიკალური გამოცდილება შეიძინეს ჩვენმა აეროპორტებმა და იქ მომუშავე პერსონალმა, სასაზღვრო-გამშვებმა პუნქტებმა და იქ მომუშავე ადამიანებმა, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ, მუნიციპალურმა სერვისებმა, რომლებიც სხვადასხვა ტურისტულ ზონებში კარანტინში მყოფი ადამიანების მომსახურებას ახორციელებდნენ და ეს არის სწორედ უნიკალური გამოცდილება, რომლის კაპიტალიზაციაც  ახლა უნდა მოვახდინოთ და ამის კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია“,- განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით იერიში მიიტანა ხანძრის ჩაქრობიდან ოთხი დღის შემდეგ
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics