|
2020-05-07 15:41:16, 1760 ნახვა
ეკონომიკა
საფინანსო კომიტეტის თვმჯდომარე - ანტიკირიზისული გეგმის ფარგლებში არსებული შეღავათების გარდა, ტურიზმის სფეროს სხვა შეღავათებიც დაემატა
ტურიზმის სფეროს, გარდა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში არსებული შეღავათებისა, ახალი შეღავათები დაემატა, რომელიც 200 მილიონიან დამატებით ფინანსირებას ითვალისწინებს - ამის შესახებ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის სწრაფი აღდგენა მოხდეს, რადგან მას მთლიანი შიდა პროდუქტის 10% უკავია. “ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის სწრაფი აღდგენა მოხდეს, რადგან მას მთლიანი შიდა პროდუქტის 10% უკავია. სწორედ ამიტომ იქნა წარმოდგენილი მისი აღდგენის ეტაპები. 15 ივნისიდან მოხდება ტურიზმის აღდგენა, ხოლო პირველი ივლისიდან საერთაშორისო ტურიზმის. იქნება გარკვეული ზონები, სადაც მოხდება ალოკაცია ჩვენი ტურისტების, როგორც შიდა ასევე საზოგადოებრივი თვალსაზრისით. ტურიზმის აღდგენის საკითხში არის მთელი რიგი შეღავათები, გარდა იმისა, რომელიც ადრე იქნა ანტი კრიზისულ გეგმაში წარდგენილი. ეს შეღავათები არის როგორც ქონების ასევე საშემოსავლო გადასახადების გადავადებაზე და სესხის პროცენტის რეფინანსირებაზე. ეს პროგრამა ითვალისწინებს 200 მილიონიან დამატებით ფინანსირებას. ქალაქების და ყველა ტიპის საწარმოების გახსნა, ხელს შეუწყობს ფასების სტაბილიზაციას“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)