20:00 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 11:06:03, 1754 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი - საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ

„საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით,  ქვეყნის ეკონომიკა ბოლო წლებში სტაბილურად, მაღალ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებდა.

„ბოლო წლებში საშუალო წლიური 5%-მდე ზრდა, არ არის პატარა მაჩვენებელი. აქედან, ბოლო 2-3 წელი გვქონდა  5%-ზე ზემოთ.  გასულ წელს,  ხშირად მესმოდა, რომ 5% არ არის საკმარისი და რომ ჩვენს  ქვეყანას მეტი სჭირდება. ახლა, ამ კრიზისმაც გვაჩვენა, რომ ასეთი ზრდის მიღწევა იოლი არ არის და საკმაო დრო დაგვჭირდება.  ბევრი ქვეყანა ინატრებს ამ ნიშნულზე ავიდეს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შედარებით მალე დავუბრუნდებით ზრდის იგივე ტემპს. ჩვენზე პროგნოზები საკმაოდ პოზიტიურია. ეს ერთიმხრივ, განპირობებულია იმით, რომ ბოლო წლების მაჩვენებლები საკმაოდ მყარი იყო და ქვეყანამ ეკონომიკური კუთხით არაერთხელ გამოიჩინა მდგრადობა.  შეგახსენებთ, შარშან ზაფხულში გვქონდა გამოწვევა, როდესაც ფრენები შეწყდა, თუმცა საკმაოდ მალევე მოხდა აღდგენა და წელი დამთავრდა საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით. შესაბამისად, ამ ფაქტზე დაყრდნობით, ასევე  იმის გათვალისწინებით როგორ გავიარეთ COVID-19-თან დაკავშირებული კრიზისული პერიოდი, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის,  საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ეკონომიკური ზრდის საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ 2021 წლისთვის - 3-4%-ის ფარგლებში. ვიმეორებ, ეს არის ერთი - რეპუტაციის საკითხი თუ როგორ ვითარდებოდი კრიზისამდე  და მეორე - საკუთრივ კრიზისის პერიოდში რა ღონისძიებები გაატარე და რამდენად ეფექტური იყავი. ამ შემთხვევაში, ორივე მაჩვენებელი,  ვფიქრობ, ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics