|
2020-05-06 11:01:16, 1664 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდებით პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს და ავიაცია ეტაპობრივად დაუბრუნდება იმ პოზიტიურ ნიშნულს, რაც ჰქონდა კორონავირუსის გავრცელებამდე. „მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორს, მის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სამუშაო ადგილებზე იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს. ასევე თანამშრომელთა გუნდს, რომლებიც დისტანციურად უძღვებოდნენ თავის საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მოულოდნელი გამოწვევების წინაშე დააყენა საავიაციო სექტორი, მასში შემავალმა თითოეულმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად სწრაფად შეძლო მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციების დანერგვა და ამით თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში. ამით საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, რომელმაც დაუყოვნებლივი და ჯანდაცვის უწყებებთან კოორდინირებული ზომები მიიღო საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის თვალსაზრისით, რათა დროულად მომხდარიყო დაავადების გავრცელების პრევენცია ქვეყანაში. „ტავ ჯორჯიამ" და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" ძალზე ოპერატიულად შეძლეს თერმოკამერების დამონტაჟება მგზავრთა თერმოსკრინინგის ჩასატარებლად თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. რეგულარული მიმოსვლის შეზღუდვის პარალელურად, საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა და უკვე განხორციელდა ორმოცდაათამდე სარეპატრიაციო ფრენა, ასევე შეუფერხებლად სრულდება სატვირთო და ჰუმანიტარული რეისები, ტექნიკური დაშვებები, უცხო სახელმწიფოების სარეპატრიაციო ფრენები. აღნიშნული რეისების დაგეგმვის და ტექნიკური განხორციელების კუთხით ეფექტურად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქაერონავიგაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიაკომპანიები, აეროპორტები, მიწისზედა მომსახურების საწარმოები, საწვავგამმართველები, და სხვა ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი. ფრენები სრულდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრული დაცვით. იმედს გამოვთქვამთ რომ ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდებით პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს და ავიაცია ეტაპობრივად დაუბრუნდება იმ პოზიტიურ ნიშნულს, რაც ჰქონდა კორონავირუსის გავრცელებამდე. მადლობა კიდევ ერთხელ, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)