10:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-01 15:22:11, 2727 ნახვა

ეკონომიკა
ბექა ფერაძე - მოვუწოდებ ბიზნეს ობიექტებს რეგისტრაციისკენ, რათა ეკონომიკის გახსნის შემდეგ შეძლონ მუშაობის განახლება

„მოვუწოდებ ბიზნეს ობიექტებს, რომ რეგისტრაცია მათ ინტერესებში შედის, რათა ეკონომიკის შესაბამისი ფაზის გახსნასთან ერთად მათ ჰქონდეთ მუშაობის უფლება“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების ხელმძღვანელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრაციიდან არაუგვიანეს2-3 სამუშაო დღეში მოხდება ობიექტების შემოწმება.

„მოგეხსენებათ ეკონომიკის გახსნა დაანონსებულია 6 ეტაპად. მეორე ეტაპის კომპანიები, რომლებიც დღეის მდგომარეობით მოწმდება, როგორიცაა მშენებლობა და სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისების საქმიანობა, კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის, რემონტთან დაკავშირებული საქმიანობის და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

ამის შემდგომ დაიწყება, მესამე ეკონომიკის ეტაპის გახსნა,რომელიც შემოწმდება პრიორიტეტულად. შემოწმების პროცესში ჩართულნი არიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, რომელსაც კოორდინაციას უწევს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. ჩართული უწყებები არიან: შემოსავლების სამსახური, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სააგენტო, ყველა მუნიციპალიტეტის ზედამხედველობითი სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრაციის განხორციელებიდან არაუგვიანეს 2-3 სამუშაო დღისა, მოხდება კომპანიების შემოწმება, ამიტომ კრიტიკულად აუცილებელია, როდესაც კომპანია ახორციელებს რეგისტრაციას მას უკვე ჰქონდეს მაქსიმალური მზაობა შემოწმების პროცესისთვის. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს მდგრადი და ვირუსის გავრცელებას შევუშალოთ ხელი.

დღის მდგომარეობით რეგისტრირებულია 2000 კომპანია, რეგისტრაციის ტემპი საკმაოდ შენელებულია, ამიტომ მოვუწოდებ ბიზნეს ობიექტებს, რომ რეგისტრაცია მათ ინტერესებში შედის, რათა ეკონომიკის შესაბამისი ფაზის გახსნასთან ერთად მათ ჰქონდეთ მუშაობის უფლება.

მინდა ხაზი გავუსვა, კომპანიები რომლებიც აპრილის თვეში სხვადსხვა უწყებებში უკვე იყვნენ რეგისტრირებულნი დამატებით რეგისტრაციას ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური აპლიკაციით აღარ საჭიროებენ, რადგან ისინი რეგისტრირებულნი არიან ბაზაში და მათი შემოწმება მოხდება ეტაპობრივად“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების ხელმძღვანელმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics