12:22 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 11:41:57, 1574 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ტურიზმი განსაკუთრებული დარგია და მისი კრიზისიდან გამოყვანის პროგრამაც ასეთივე მიდგომას საჭიროებს

მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის ერთ-ერთი პირველი სექტორული განხილვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრაში, რომელიც ელექტრონული ფორმატით მიმდინარეობდა, სექტორის 70-ზე მეტი კომპანიის, მათ შორის, სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების, გიდებისა და სხვა ტურისტული მიმართულებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

შეხვედრაზე განხილული იყო როგორც მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და პროექტები, ასევე დარგის წინაშე კრიზისის შედეგად დამდგარი პრობლემური საკითხები, რომელიც სექტორს დღეს აწუხებს, მათ შორისაა, საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია, საბიუჯეტო გადასახადების გადავადება, მთავრობის მხრიდან სტიმულირების პროგრამების და მიზნობრივი დახმარების გაწევა დარგის სხვადასხვა სეგმენტებისთვის და სხვ. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის სექტორისთვის დამატებითი დახმარების მექანიზმების შემუშავებაზე.

ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმი ერთ-ერთი პირველი სექტორია, რომელსაც კორონავირუსის გავრცელებამ უდიდესი ზარალი მიაყენა. „ტურიზმი განსაკუთრებული დარგია და მისი კრიზისიდან გამოყვანის პროგრამაც ასეთივე მიდგომას საჭიროებს. დარგი ქვეყნის ეკონომიკაში უცხოური ვალუტის მსხვილი დიდი კონტრიბუტორი და ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი იყო, ამდენად, სექტორის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან, რათა მომზადდეს ერთიანი გაიდლაინები ტურისტული სერვისით დაკავებული კომპანიებისთვის.

მინისტრის განცხადებით, ონლაინ შეხვედრაზე გამოიკვეთა ყველა ძირითადი პრობლემური საკითხი, მაგრამ აუცილებლად გაგრძელდება შეხვედრები ცალკეულ სეგმენტებთან, რათა თითოეული პრობლემის გადაწყვეტა  იყოს მკაფიოდ ადრესირებული და მიზნობრივი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics